მთავარი


ფოთო წყარო  გარემოს დაბინძურება ეკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატური დარგია. ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი რომ,დღევანდელი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის,პირობებში ადამიანი.ისევეა დამოკიდებულიბუნებაზე, როგორც პრიმიტიულ საზოგადოებაში, თუმცა ეს მხოლოდ ცალმხრივი და გაუცნობიერებელი შეხედულებაა, რადგან ყოველგვარი სამეცნიერო- ტექნიკური პროგრესის წყაროს  ბუნება და მის წიაღში არსებული რესურსები წარმოადგენს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ბუნების სისუფთავეზ,ზრუნვა.
   გარემოს დაბინძურება ჯაჭვური პროცესია, ხშირად ერთი რომელიმე სფეროს დაბინძურება მთელი ეკოსისტემის დაბინძურებას იწვევს. გარემოს დაბინძურების ორი გზა არსებობს: ბუნებრივი და ანთროპოგენული. ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობის შედეგად აბინძურებს, ჰაერს, წყალს, ნიადაგს, ჩეხავს დიდი რაოდენობით ხე- ტყეს, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება გარემოსა და ჩვენს ჯანმრთელობაზე.
 გარემოს დაბინძურების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ნახშირბადის წიაღისეული და გოგირდის დიოქსიდი, რომლებიც ჰაერში გამოიყოფა საწვავის წვის დროს. ასევე გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ენერგეტიკა, მაიონიზირებელი გამოსხივება, რადიაცია, საყოფაცხოვრებლო ნარჩენები, ქიმიური მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, გამონაბოლქვი და სხვა რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე . ისინი იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ალერგია, ბრონქიტი, პლევმონია, გულის უკმარისობა. განსაკუთრებით საშიშია რადიაცია, რომელიც ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს დნმ-ის დონეზე და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა სიმსივნე და თანდაყოლილი ანომალიები.
   მიუხედავად ამისა, არსებობს მეცნიერების კატეგორია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გარემოს დაბინძურება სამეცნიერო- ტექნიკური მიღწევებისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ამიტომ, ეს თემა დღეს- დღეობით მეცნიერების დავის საგანს წარმოადგენს.         


                                                            წყარო

1 -- პრობლემის განსაზღვრა
2 -- პრობლემის წარმოშობის მიზეზები
3 -- პრობლემის გადაწყვეტის გზები
4 -- 1+4 პროგრამა
5 -- სტატისტიკა

No comments:

Post a Comment